კვარაცხელიას ცუდი მატჩი “ზენიტთან”

ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი – მაისაშვილი
სექტემბერი 20, 2021
ბურჯანაძის წარმატებული დებიუტი !
სექტემბერი 20, 2021

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში ყაზანში “რუბინისა” და “ზენიტის” დაპირისპირება შედგა, სანკტ პეტერბურგელებმა “რუბინი” საკმაოდ მარტივად 1-3 დაამარცხეს.

ყაზანელების სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა ხვიჩამ ღირებული ვერაფერი შექმნა და მეტიც საკმაოდ ცუდი მატჩი გამოუვიდა.

74 წუთში ხვიჩამ 17 ზუსტი პასი გააკეთა, 9/2 წარმატებული დრიბლინგი, 1 კარისკენ დარტყმა და 15 დან 4 მოგებული ორთაბრძოლა დაუგროვდა, გარდა ამისა კვარაცხელიამ ბურთი 20-ჯერ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

Sofascore – ვერსიით კვარაცხელიას მატჩი 5,9 რეიტინგით შეფასდა.