ოქრო ზაგრებში, გრიგალაშვილი ჩემპიონია!

VIDEO | ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა
სექტემბერი 25, 2021
დვალიშვილმა მოიგო! წარმატება UFC-ში
სექტემბერი 26, 2021

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა, ზაგრების გრან პრის მეორე დღეს საქართველოსთვის პირველი მედალი მოიპოვა. გრიგალაშვილმა -81 კგ. წონით კატეგორიაში მოახერხა ტრიუმფის მოპოვება და ოქროს მედლის დაუფლება. ფინალამდე მან დაამარცხა ისეთი ძიუდოისტები, როგორებიც არიან, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩი, ფრანგი ბაპტისტ პიერი და ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანი.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართველ ძიუდოისტს ფინალამდე დიდი წინააღმდეგობა არ შეჰქმნია და მეტოქეები დიდი ძალისხმევის გარეშე გამოთიშა ტურნირიდან. ფინალში კი მას ბრაზილიელი გილერმე შმიდტსის წინააღმდეგ მოუწია ჭიდაობა, რომელიც გრიგალაშვილმა ვაზარით დაამარცხა.

ახალგაზრდა ძიუდოისტისთვის ეს არის პირველი გრან პრის ტიტული, ახლა ის დაიწყებს მზადებას პარიზის გრან პრისთვის, რომელიც 2021 წლის 16 ოქტომბერს დაიწყება.