2007 წლის 11 ნოემბერი : რომი-ფლორენციის გზატკეცილი

“გამოცდილება რომელიც წინსვლის საშუალებას მოგვცემს” – მერაბ შარიქაძე
სექტემბერი 25, 2021
VIDEO | ვოლკოვმა დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა
სექტემბერი 25, 2021
2007 წლის 11 ნოემბერს, რომი-ფლორენციის გზატკეცილზე, რომის ”ლაციოს” 🦅 ტიფოზები გასვლით მატჩზე მიემართებოდნენ, რა დროსაც მათ გზა ”იუვენტუსის” ტიფოზებმა გადაუჭრეს და ულტრასებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა, ჩხუბში თავიდანვე ჩაერია გზატკეცილის პოლიცია, რომელიც განრისხებულ ტიფოზებს ცხადია ვერ უმკლავდებოდა და მათ დაშოშმინებას ვერ ახერხებდა, დამატებითი ძალის მობილიზების შემდეგ ორივე გუნდის ტიფოზები ადგილიდან დაიძრნენ და სამშვიდობოს გასვლა სცადეს, თუმცა კარაბინერების დადევნებულმა ტყვიამ ლაციოს 26 წლის ულტრასის, გაბრიელე სანდრის მანქანას მიაღწია, ტყვიამ უკანა მინა ჩაამსხვრია და სანდრი სასიკვდილოდ დაჭრა, ის უკანა სავარძელზე იჯდა და 2 ტყვია მოხვდა…
  მკვლელი 30 წლის კარაბინერია, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება თავის საქმიანობაში…..
იტალიური პოლიცია ყველაფერს აკეთებდა რომ გაბრიელეს მკვლელობა ”იუვენტუსის” ფანების ანგარიშზე მიაწერე, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ გამოუვიდათ და მალევე გახმაურდა რომ ის პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა, ტიფოზის მკვლელობამ სერია A-ს მატჩების დაწყება შეაფერხა, ლაციოს ტიფოზების პროტესტს პოლიციის წინააღმდეგ თითქმის ყველა იტალიური კლუბის (არამარტო) ფანები შეუერთდნენ, მართავდნენ აქციებს, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, განყოფილებებს ურბევდნენ….
  გაბბო (ეს იყო გაბრიელეს მეტსახელი) არ იყო მოძალადე გულშემატკივარი, – ამბობს მეგობარი. მას ჰქონდა ორი დიდი გატაცება: მუსიკა და ლაციო. ფეხბურთელებიც იცნობდნენ მას. გაბრიელე ბოლდუინაში (რომის უბანი, ლაციოს მხარე) ტანსაცმლის მაღაზიას მართავდა.
  კარაბინერების ძალადობა დაგმო მთელმა იტალიურმა სპორტულმა თემმა, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ერთ-ერთი რომაული დერბის დაწყების წინ ლაციოს დაღუპული ფანის ბანერი, ”არწივების” დაუძინებელი მტრის, ”რომას” 🐺 კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გვირგვინით შეამკო რაზეც ლაციოს ტიფოზებისგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.