“გამოცდილება რომელიც წინსვლის საშუალებას მოგვცემს” – მერაბ შარიქაძე

ახალი სტადიონი 35 სკოლას
სექტემბერი 25, 2021
2007 წლის 11 ნოემბერი : რომი-ფლორენციის გზატკეცილი
სექტემბერი 25, 2021

სარაგბო პოდკასტში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ქართული ფრანჩიზის “შავი ლომის” შესახებ ისაუბრა:

     ფაქტიურად ანალოგიური დატვირთვებით ვვარჯიშობთ გუნდში, ზუსტად ასეთი დატვირთვები და შეიძლება უფრო ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები იყო ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე.

შეკრებაზე არიან ბიჭები რომელთაც საერთაშორისო გამოცდილება საერთოდ არ აქვთ, სწორედ ასეთი გამოცდილება დაეხმარებათ და შემდგომში მისცემთ მათ საშუალებას ნაკრებში სწრაფად ადაპტირების”.

როგორც იცით ქართული ფრანჩიზა “შავი ლომი” რაგბი ევროპის მიერ შექმნილი ტურნირის ეგიდით, ებრაულ და რუსულ კლუბებს წრიული (სახლი-გასვლა) სისტემით დაუპირსპირდება და დასავლეთ კონფერენციის ლიდერებზე გასვლას შეეცდება.