დვალიშვილმა მოიგო! წარმატება UFC-ში

ოქრო ზაგრებში, გრიგალაშვილი ჩემპიონია!
სექტემბერი 25, 2021
ზედიზედ მეორედ გენტის სასტარტოში !
სექტემბერი 26, 2021

მერაბ დვალიშვილი UFC 266-ში თავისთვის რიგით მე-9 ბრძოლაში ბრაზილიელ მებრძოლ მარლონ მორაესს დაუპირისპირდა.

პირველ რაუნდში უპირატესობას სწორედ მორაესი ფლობდა, მსაჯს საერთოდაც ბრძოლის დასრულებაც კი შეეძლო, თუმცა მეორე რაუნდში მერაბმა ახალი ძალები იპოვა და მეტოქე ზედმეტი კითხვების გარეშე, ნოკაუტით დაამარცხა

 

ემოციური აღმოჩნდა დვალიშვილის ინტერვიუ ბრძოლის შემდეგ, როდესაც რეპორტიორმა მას ჰკითხა თუ ვის ისურვებდა შემდეგ მეტოქედ, მან უპასუხა

 

,, ყველამ იცის, რომ მე მზად ვარ, მათ შეუძლიათ დამირეკონ ნებისმიერ დროს, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, ოთხი წლის წინ ვერც კი წარმოვდიგნენდი, რომ UFC-ში აღმოვჩნდებოდი, ახლა შემხედეთ, მე აქ ვარ, ლას ვეგასში, მოვიგე ჩემი ბრძოლა, მე უბრალოდ ბედნიერი ვარ”.

 

ეს ქართველი მებრძოლის ზედიზედ მე-7 მოგებაა UFC-ში.