,,ყველა წაიყვანს 5 მილიონად”- მამუკა ჯუღელი

ზედიზედ მეორედ გენტის სასტარტოში !
სექტემბერი 26, 2021
მიქაუტაძე “გენკის” წინააღმდეგ
სექტემბერი 26, 2021

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუს დროს, ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო, მათ შორის ქართველი ქომაგისთვის საინტერესო, ხვიჩას წასვლა ევროპულ გუნდში. მისი თქმით კვარაცხელიას ტრანსფერის პრობლემა ხვიჩას სატრანსფერო ფასია, რომელსაც რუბინი ძალიან მაღლა აფასებს, ჯუღელის თქმით რუბინი კვარაცხელიაში 10 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, რაც ართულებს მოლაპარაკებებს ევროპულ კლუბებთან.

 

,,დღესდღეობით რუბინმა გაყიდა მაკაროვი 10 მილიონად დინამო მოსკოვში, იყიდა დანიელი ფეხბურთელი 7 მილიონად და აიყვანა ჩერნაგორიელი ფეხბურთელი 6 მილიონად, სადღაც 4 გადაიხადა ცენტრალურ მცველში, საზაფხულო ტრანსფერებში ადამიანმა გადაიხადა 18-იდან 20 მილიონამდე, რუბინი ძალიან სერიოზული კლუბია, ყველა წაიყვანს კვარაცხელიას 5 და 10 მილიონად, გუნდებსაც გეტყვი, აიაქსიც წაიყვანს, ნაპოლი, ტოტენჰემი, ვესთ ჰემი. ძალიან ბევრი წაიყვანს”.

 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას სატრანსფერო ფასი გერმანული ,,ტრანსფერმარკტის” ცნობით 18 მილიონი ევროა, შეგახსენებთ, რომ რუბინმა კვარაცხელიაში რუბინმა 2019 წელს 900 ათასი ევრო გადაიხადა.