გიორგი ჩაკვეტაძე: ტრავმის მიღების შიში ახლაც მაქვს

700 ათასი ევრო მამარდაშვილის სანაცვლოდ – ვალენსია კონტრაქტს გამოისყიდის
სექტემბერი 27, 2021
ლეგიონერების განრიგი || 27 სექტემბერი
სექტემბერი 27, 2021

“სერკლ ბრიუგესთან” წარმატებული მატჩის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიური voetbalprimeur.be დაუკავშირდა და მის მდგომარეობაზე კომენტარი სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის იუპილერლიგის მე-9 ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტი” “სერკლ ბრიუგეს” დაუპირისპირდა. შეხვედრა, “გელამკო არენას” ბინადარის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

Sofascore-ს ვერსიით კი, 8.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ გენტის ქართველი შემტევი დასახელდა.

     ტრავმებთან ბრძოლას არ ჩაუვლია უკვალოდ და 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ ვარ. ფეხებში სიმძიმე ვიგრძენი და შეცვლა მოვითხოვე. ტრავმის მიღების შიში ახლაც მაქვს”, – თქვა ჩაკვეტაძემ.

“გენტი” მორიგ შეხვედრას 30 სექტემბერს კონფერენსლიგის ეგიდით კვიპროსის “ანორთოსისის” წინააღმდეგ გამართავს.