“ისევ არ ჩანდა მნიშვნელოვან მატჩში” – კვარაცხელიას აკრიტიკებენ

VIDEO კიტეიშვილმა რაპიდთან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა
სექტემბერი 27, 2021
გიორგი ჩხეტიანი “ბრაგაში” ითამაშებს !
სექტემბერი 27, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ლიდერი ხვიჩა კავარაცხელია მიმდინარე სეზონს ჯერ-ჯერობით ვერ ატარებს იმ დონეზე, რომელსაც მისი ქომაგი ელის.

მოსკოვის დინამოსთან მატჩის შემდეგ, ხვიჩას თამაშს რუსული გამოცემა ,,სპორტ-ექსპრესი” გამოეხმაურა.

     კვარაცხელია იმედგაცრუებულია ამ სეზონში: ტრავმამ, ჩაშლილმა ტრანსფერმა ევროპაში და მეტოქეების განსაკუთრებულმა ყურადღებამ მასზე გავლენა იქონია.

დინამომ თავდაჯერებულად გაართვა თავი ქართველს, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ ატარებს საუკეთესო სეზონს. ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის განიხილება, როგორც ჩემპიონატის ერთ -ერთი საუკეთესო მოთამაშე. ახლა კი ქართველი არადამაჯერებლად გამოიყურება.

დინამოს წინააღმდეგ ხვიჩა არ ჰგავდა იმ ფეხბურთელს, რომელიც ქმნის სხვაობას. ვარელამ მის წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე და არ მისცა თამაშის გამწვავების საშუალება. დინამოს მცველიც კი ბევრად უფრო ეფექტური ჩანდა შეტევაში, ვიდრე ლიგის ერთ -ერთი ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი.

…ბურთის ხშირი დაკარგვა, ცუდი გადაწყვეტილებები პასის დროს – კვარაცხელიამ კვლავ ვერ აჩვენა კარგი თამაში მნიშვნელოვან შეხვედრაში.

აგვისტოს შუა რიცხვებში ქართველი რუბინის ვარჯიშზე დაშავდა და რამდენიმე კვირა დაისვენა. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ვერტენნიკოვმა დღეს ხვიჩას რეგრესი იმით ახსნა, რომ ის ფორმას იძენს იმ ტრავმის შემდეგ. მაგრამ ტრავმამდეც კი ქართველი არ ბრწყინავდა. მას ამ სეზონში ცხრა თამაშში აქვს ერთი გოლი – ,,არსენალთან” მეორე ტურში. რაკუვასთან” მარცხი ,,კონფერენს ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქულების დაკარგვა ,,კრილია სოვეტოვთან” – ეს იყო ტრავმამდე და ხვიჩა ამ თამაშებში არადამაჯერებელი იყო.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელზე გავლენა იქონია ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა. სწორედ ამ ზაფხულს კვარაცხელიას ჰქონდა იმედი, რომ გაემგზავრებოდა ევროპულ კლუბში და ამის შესახებ ყველა ღიად საუბრობდა რუბინში, ისევე, როგორც ფეხბურთელის აგენტი. როდესაც ხვიჩა ყაზანში დარჩა, იმედგაცრუების დამალვა რთული იყო. კლუბში ამბობენ, რომ ქართველი ჯერ კიდევ მოტივირებულია, მაგრამ იმედგაცრუებას და განწყობას ასევე გავლენა აქვს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და თამაშზე.

როდესაც მთელი ზაფხული ტოტენჰემში, მილანში, დორტმუნდში გიშვებენ და ჩემოდნები უნდა ამოალაგო ყაზანში, ეს ვერ ჩაივლის სტრესის გარეშე. ხვიჩა იწვის ევროპაში გადასვლით, ოცნებობს ტოპ ჩემპიონატში თამაშზე და ალბათ ნერვიულობს ამ შედეგის გამო.

კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ გუნდებმა ისწავლეს ხვიჩას წინააღმდეგ თამაში. საიდუმლო არ არის, რომ მისთვის მწვრთნელები ამზადებენ სამოქმედო გეგმას პირადი მეურვეობით. მისი მანერა ყველასთვის ცნობილია და ჯერ-ჯერობით ხვიჩას არ შეუძლია რაიმე ახლის შემოთავაზება. ამიტომ, მეტ-ნაკლებად კარგი მცველების მქონე გუნდები ქართველს თავდაჯერებულად უმკლავდებიან. მნიშვნელოვანია, რომ კვარაცხელია საერთოდ ვერ იტანს გოლს ტოპ კლუბებთან თამაშებში. მან ბოლო ექვსი გოლი ურალის, როტორის, ახმატის, უფას, სოჭისა და არსენალის წინააღმდეგ გაიტანა.

უნდა ვაღიაროთ, რომ კვარაცხელია შორს დგას იმ ფეხბურთელისგან, რომელიც 20 მილიონი ევრო ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო სტაბილური, მენტალურად ძლიერი და ეფექტური იქნებოდა. ახლა რუბინში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც უფრო სასარგებლო თამაშობენ. დინამოსთან მის ნაცვლად მოედანზე ბაკაევი გამოვიდა, რომელიც გამოყოფილი 26 წუთის განმავლობაში გაცილებით სახიფათოდ გამოიყურებოდა, ვიდრე – ხვიჩა.

ხვიჩა არის ნიჭიერი, ერთ -ერთი საუკეთესო დრიბლინგის მქონე ლიგაში, მაგრამ არა ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სხვაობის შექმნა და მატჩების მარტო მოგება. სწორედ ამიტომ თამაშობს ის ისევ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში”, – წერს რუსული გამოცემა.

ასევე საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა Opta-მ. მათი ცნობით, კვარაცხელიას წარმატებული დრიბლინგის პროცენტული მაჩვენებელი ამ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 32%-ს შეადგენს (15/47) მაშინ, როცა გასულ სეზონში ამ დროს ეს მაჩვენებელი 46%-ს შეადგენდა (153/335)”.