700 ათასი ევრო მამარდაშვილის სანაცვლოდ – ვალენსია კონტრაქტს გამოისყიდის

U21 ნაკრები – სანამ ურემი გადაბრუნებულა
სექტემბერი 27, 2021
გიორგი ჩაკვეტაძე: ტრავმის მიღების შიში ახლაც მაქვს
სექტემბერი 27, 2021

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში ადგილი ნიდერლანდელ იასპერ სილესენს დაუთმო.

გუნდში მეკარეების საკითხთან დაკავშირებით ესპანურმა გავლენიანმა გამოცემა As-მა დაწერა, რომლის ცნობითაც

     სილესენი დაბრუნდა. ნიდერლანდელმა ძირითადი მეკარის სტატუსი სეზონის დასაწყისში ტრავმისა და მამარდაშვილის მაღალი დონის თამაშის გამო დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ, მწვრთნელმა მას შანსი მისცა, რომელსაც ის ამდენი ხანი ელოდა და მანაც ბრწყინვალედ გამოიყენა.

მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავს არ თვლიდა ძირითადის მეკარედ, მან შეძლო პირველი მეკარის ჩანაცვლება. გიორგი ცხოვრობს ოცნებით, რომლის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა, როდესაც ის ესპანეთში ვალენსიას მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა… მისი ამბიციები ჯერ კიდევ თამაშს უკავშირდება.

ბოლო საათებში ვალენსიამ და მისმა აგენტებმა გაააქტიურეს მოლაპარაკებები ფეხბურთელის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ფეხბურთელის აგენტი ვალენსიაში იმყოფება. გუნდი გამოისყიდის ფეხბურთელს. შეთანხმება უკვე მიღწეულია თბილისის დინამოსთან, კლუბს მოუწევს იანვრამდე 700 ათასი ევროს გადახდა, რომ შემდეგ ფეხბურთელთან გააფორმოს კონტრაქტი, თავის დასაზღვევად სხვა კლუბებისგან”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ,,ვალენსია” გასვლაზე ,,კადისს” დაუპირისპირდება, სადაც გუნდის კარს სავარაუდოდ ნიდერლანდელი მეკარე დაიცავს.