დისკვალიფიკაცია მკლავჭიდელებს-საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი ვერ დააორგანიზა

გიორგი ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები სერკლ “ბრუგესთან”
სექტემბერი 27, 2021
VIDEO თორნიკე ოქრიაშვილი პეეკთან გააძევეს
სექტემბერი 27, 2021

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებული იქნება ნებისმიერი WAF-ის მნიშვნელოვანი ჩემპიონატიდან (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) ან სხვა საერთაშორისო  შეჯიბრიდან რომელიც WAF-ის მიერ იქნება ორგანიზებული.

ამას გარდა, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ, დისკვალიფიკაციის გაუქმების მიზნით, ფინანსური ჯარიმები უნდა გადაიხადოს.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ, გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ მოახერა მკლავჭიდთა და პარა მკლავჭიდთა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანეს WAF-ის ხელმძღვანელობა და მისი წევრები, რამაც ორგანიზაციისა და მისი გუნდის წევრების ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვია.

დისკვალიფიკაციის ფარგლებში, ქართველ ათლეტებს არ შეეძლებათ, WAF-ის ჩემპიონატებზე დარეგისტრირდნენ.

17-27 სექტემბერს ბათუმს მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ქართულმა მხარემ არსებული ვალდებულებები ვეღარ შეასრულა და ცნობილია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ლიეტუვა უმასპინძლებს.