“ურთულესი ჯგუფია, მაგრამ ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ” – ბითაძე

ეროვნული ლიგა 2: გაგრა ერთპიროვნულად გალიდერდა
სექტემბერი 28, 2021
სფფ-მ სპორტის უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სექტემბერი 28, 2021

საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს. ქართული კლუბი ურთულეს ჯგუფში მოხვდა.

წილისყრის შედეგებსა და მომავალ ტურნირზე თბილისის “დინამოს” მიზნებზე გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრია ბითაძემ Qomagebi.ge-სთან ისაუბრა.

     წინა წლებთან შედარებით ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. პირადად ჩემთვის, ცოტა გაუგებერია ჯგუფების ასეთი გადანაწილება. პლეი-ოფში ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ ამ 4 ადგილისთვის ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება. ვინ ვისთან დაკარგავს ქულებს რთული სათქმელია.

ურთულესი იქნება, მაგრამ უშანსოდ არ ვართ. მეორეს მხრივ, ჩვენი გუნდისთვის ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან დიდი გამოცდილება იქნება”, – გვითხრა ბითაძემ.

ჯგუფში “დინამოს” მეტოქეები: “ფერენცვაროში”, “ბარსელონეტა”, “ოლიმპიაკოსი”, “რადნიჩკი”, “ნოვი ბელგრადი” იქნებიან. კიდევ ორ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს.