ჩაკვეტაძე ბელგიაში ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
სექტემბერი 28, 2021
ეროვნული ლიგა 2: გაგრა ერთპიროვნულად გალიდერდა
სექტემბერი 28, 2021

გენტის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურმა გამოცემა voetbalkrant.com-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ჩაკვეტაძემ 26 სექტემბერს ბრუგეს წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა. მის თამაშს სოციალურ ქსელში კარგი გამოხმაურება ჰქონდა. თავის თამაშზე კომენტარი თავად ქართველმაც გააკეთა. შეაქო მთავარმა მწვრთნელმაც.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ “გენტის” შემადგენლობაში სასტარტოში ზედიზედ მეორედ დაიწყო. მისმა “გენტმა” შინ სერკლ  “ბრუგეს” 2-1 მოუგო.

ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 78 წუთი გაატარა და ამ დროში 2 ზუსტი დარტყმის, 2/2 წარმატებული დრიბლინგის, 9 მოგებული ორთაბრძოლის და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.