“თავიდანვე მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე თამაშს, სჯობს ჯერ აქ ვითამაშოთ”

რუსთავში სარაგბო ინფრასტრუქტურა ეწყობა
სექტემბერი 29, 2021
კიტეიშვილი: “გიოტცემ ჩემს საყვარელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგო”
სექტემბერი 29, 2021

ოქტომბრიდან პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე “შავი ლომის” მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე კრასნოიარსკის “ენისეი”, პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი” იქნებიან.

ქართულ ფრენჩაიზზე და მომავალი ტურნირის შესახებ Qomagebi.ge-ს საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” კაპიტანი მერაბ შარიქაძე ესაუბრა.

“ევროპის სუპერთასის გათამაშება “შავი ლომისთვის” კარგი სტარტი იქნება. მოგეხსენებათ, ეს პირველი პროფესიონალური ფრენჩაიზია ჩვენს ისტორიაში. თავიდანვე მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე თამაშს, სჯობს ჯერ აქ ვითამაშოთ, გამოცდილება მივიღოთ.

ამ ტურნირზეც საკმაოდ სერიოზული გუნდები არიან, მაგრამ, ჩემი აზრით, “შავ ლომს” შეუძლია ამ ტურნირის ფავორიტად იქცეს”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, “რაგბი ევროპის სუპერთასზე” აღმოსავლეთ კონფერენციაში “შავი ლომი”, “ენისეი” პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი”, დასავლეთ კონფერენციაში კი: “ბრიუსელს დევილსი”, “დელტა”, “ლუსიტანოს 15” და “იბერიანსი” ითამაშებენ.