“შეგვიძლია გასწავლოთ” – საბურთალო მადრიდის რეალს

შერმადინის კარგი მატჩი და ტრავმა ბილბაოსთან
სექტემბერი 28, 2021
რუსთავში სარაგბო ინფრასტრუქტურა ეწყობა
სექტემბერი 29, 2021

გუშინ, 28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მადრიდში, “რეალი” ტირასპოლის “შერიფს” დაუხვდა და 1-2 დამარცხდა.

”შერიფმა” ჯგუფში მეორე შეხვედრა მოიგო, 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და 1/8-ფინალში გასასვლელად იბრძვის.

მადრიდის “რეალის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს კი თბილისის “საბურთალო” გამოეხმაურა: “შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ მოუგოთ შერიფს”.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე “საბურთალომ” მოლდოვური გუნდი გასვლაზე 3-0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.