“ყველაზე საშიში ჩაკვეტაძეა” – ქვილითაია ანორთოსისს აფრთხილებს

კიტეიშვილი: “გიოტცემ ჩემს საყვარელ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატი მოუგო”
სექტემბერი 29, 2021
თემურ სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია
სექტემბერი 29, 2021

ხუთშაბათს, თბილისის დროით  20:45 საათზე, ,კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს გიორგი ჩაკვეტაძის ,,გენტი” და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ,,ანორთოსისი” დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებისა და წლევანდელი სეზონიდან ,,აპოელის” ფორვარდს გიორგი ქვილითაიას, ორივე გუნდის მაისურით აქვს ნათამაშები. ბელგიურმა გამოცემა ,,Voetbalprimeur”-მა მას სტატია მიუძღვნა და ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც გამოაქვეყნა.

“გენტი ხუთშაბათს ითამაშებს კვიპროსის ანორთოსისის’წინააღმდეგ. გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა, მაგრამ ახლა აპოელში თამაშობს. ,,გელამკო არენაზე” ქართველს დიდად არაფერი არ გამოუვიდა. ქვილითაიამ გენტში 46 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ სულ შვიდი გოლი გაიტანა. ეს არც თუ ისე კარგი სტატისტიკაა”, – წერს გამოცემა.

     გენტში გატარებული დრო არ იყო ჩემთვის წარმატებული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტერფის ტრავმის გამო. გიო ჩაკვეტაძეს ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია. როგორც იქნა, ის ისევ ფორმაშია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით.

ჩაკვეტაძე ალბათ ყველაზე საშიშია გენტის რიგებში. ხუთშაბათს ანორთოსისს ნამდვილად მოუწევს მისთვის ყურადღების მიქცევა”, – თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ ,,გენტში” ჩატარებულ ოფიციალურ 34 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ანორთოსისის რიგებში 31 მატჩში – 14 გოლი.