გორის “დილას” მცველს რუანდას ნაკრებში უხმეს

მესამე წრე სრულდება || ეროვნული ლიგა 27-ე ტური
სექტემბერი 29, 2021
ქართველების განრიგი ევროტურნირებზე!
სექტემბერი 29, 2021

რუანდას ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ მაშაიმ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის,  გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

შემადგენლობაში მოხვდა, გორის “დილას” ახალწვეული, 25 ცენტრალური მცველი, ტიერი მანზიც, რომელიც გორელთა რიგებში, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით სამი, ხოლო, კონფერენს ლიგის ფარგლებში ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.

Thierry Manzi of Rwanda during the CHAN Group C match between Rwanda and Equatorial Guinea on 19 January 2018 at Grand Stade de Tanger, Tanger Morocco Pic Sydney Mahlangu/BackpagePix

რუანდას ნაკრები, 7 და 10 ოქტომბერს ორ ოფიციალურ მატჩს უგანდას წინააღმდეგ გამართავს.