კახი ასანიძის 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ევროპაზე

ქართველების განრიგი ევროტურნირებზე!
სექტემბერი 29, 2021
მანუჩარ მარკოიშვილი მონაკოში იმუშავებს
სექტემბერი 29, 2021

ფინეთში მიმდინარე 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის ვაჟმა კახი ასანიძემ 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-73 კილორგამამდე წონით კატეგორიაში ატაცში ასანიძემ 143, 145 კილოგრამიანი შტანგები აწია და 148 კგ-ს ვერ გაუმკლავდა, რაც ამ დისციპლინაში მესამე შედეგი აღმოჩნდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც ორი ცდა გამოიყენა. მან 170 და 174 კილოგრამიანი შტანგები აწია, 178 კგ-ს კი ვერ გაუმკლავდა. ეს მეორე შედეგი გახლდათ.

ორჭიდის ჯამში კახი ასანიძემ 320 კილოგრამი დააფიქსირა და აქც ვერცხლის მედალი ერგო. პირველ ადგილოსან პოლონელ ძალოსანთან მან მხოლოდ კილოგრამი წააგო.