გიორგი მამარდაშვილი 21 წლის გახდა, როგორ მიულოცა მას ვალენსიამ

TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
სექტემბერი 29, 2021
VIDEO კალაძისა და დემეტრაძის გოლებით დამარცხებული “ბაიერნი”
სექტემბერი 29, 2021

ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დღეს 21 წლის გახდა. ვალენსიას ახალგაზრდა მეკარემ მიმდინარე სეზონში თავი გააცნო მთელს ესპანეთს, ის ,,მესტალიაზე” უკვე დიდი სიყვარულით სარგებლობს და ნელ-ნელა გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ხდება.

საკმაოდ თბილი გამოდგა ,,ვალესიას” ოფიციალური მილოცვა, რომელიც მათ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.

 

,,დღეს ვიღაც სანთლებს აქრობს
გილოცავთ გიორგი”.

 

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მამარდაშვილმა 6 შეხვედრა ჩაატარა, მათგან ორი, ,,გრანადასთან” და ,,ალავესთან” შეხვედრა გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა.