მესამე წრე სრულდება || ეროვნული ლიგა 27-ე ტური

VIDEO კალაძისა და დემეტრაძის გოლებით დამარცხებული “ბაიერნი”
სექტემბერი 29, 2021
გორის “დილას” მცველს რუანდას ნაკრებში უხმეს
სექტემბერი 29, 2021

დღეს ეროვნული ლიგის 27-ე ტური გაიმართება, ტურის წინ ლიდერი ბათუმის “დინამოა” და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის “დინამოს” 5 ქულით უსწრებს. მესამე წრის ბოლო მატჩები 5 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ტური იმერული დერბით გაიხსნება და 15:30 წუთიდან წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი “სამგურალი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუხვდება. იმერული დაპირისპირება სატურნირო მნიშვნელობითაც საკმაოდ დატვირთულია, კლუბები ცხრილში მეზობლად არიან და თუ “ტორპედო” გაიმარჯვებს 6 ქულამდე მიუახლოვდება “სამგურალს”

ასევე 15:30 წუთიდან გაიმართება სამტრედიაში ტურის კიდევ ერთი მატჩში სადაც ადგილობრივი ”სამტრედია” თბილისურ “საბურთალოს” დაუხვდება. “სამტრედია” ცხრილის აუტსაიდერია, “საბურთალო” კი მესამე ადგილისთვის და ევროზონისთვის იბრძვის, დედაქალაქელები გამარჯვების შემთხვევაში სამი წრის შემდეგ მესამე ადგილზე იქნებიან.

ფოთში “ფაზისი” არენაზე გაიმართება ქობულეის “შუქურასა” და თელავის “თელავის” დაპირისპირება, სატურნირო მნიშვნელობით ეს დაპირისპირებაც გამორჩეულია,  “შუქურას” 26 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, ხოლო “თელავი” 25 ქულით მე-8 მე-7 ადგილს ქუთაისის “ტორპედოსთან” იყოფს, “შუქურა” გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდს 1 ქულაში მიუახლოვდება და სატურნირო ინტრიგებს უფრო დაძაბულს გახდის. ეს შეხვედრაც 15:30 დაიწყება და მისი ხილვა, ისევე როგორც დანარჩენი მატჩების eliga.ge ზე შეგეძლებათ.

უკვე 18:30 დან დაიწყება ტურის ძირითადი და ცენტრალური მატჩები, გორში ადგილობრივი “დილა” ლიდერ ბათუმის “დინამოს” დახვდება, ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში 11 მატჩია არ აგებს, გორელებს კი 3 წაუგებელი მატჩი დაუგროვდათ, იმ შემთხვევაში თუ “დილა” გაიმარჯვებს, შეინარჩუნებს 3 ქულიან სხვაობას “ლოკომოტივთან” და მინიმუმ მე-4 ადგილი და თანაბარი ქულები “საბურთალოსთან” განაღდებული ექნება.

18:30 დაიწყება ტურის კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი საგურამოში, გიორგი ჭიაბრიშვილის “ლოკომოტივი” თბილისის “დინამოს” დახვდება, ლოკომოტივს 26 მატჩში 40 ქულა აქვს და ცხრილში მეოთხეა, “დინამო” კი 45 ქულით ლიდერ ბათუმის “დინამოს” 5 ქულით ჩამორჩება, გამარჯვების შემთხვევაში თბილისელები მინიმუმ შეინარჩუნებენ სტატუსკვოს და ბათუმელთა ქულების დაკარგვის შემთხევაში მიუახლოვდენიან პირველ ადგილს. მატჩის ხილვა სილქ უნივერსალის მეშვეობით შეგეძლებათ.