კარგი ფეხბურთი და შედეგიანი ფრე გორში

შედეგიანი ფრე საგურამოში || ლოკომოტივი დინამოს დაუზავდა
სექტემბერი 29, 2021
VIDEO შენგელიას სლემი VTB ლიგის TOP 10-ში მეორეა
სექტემბერი 29, 2021

დღეს, ქალაქ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, CRYSTALBET ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, გორის “დილამ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრა, სატურნირო დატვირთვიდან გამომდინარე, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. აჭარელთათვის საჩემპიონო რბოლაში თითეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავის მხრივ, შიდა ქართლული გუნდი, უეფას კონფერენს ლიგის საგზურზე აცხადებს პრეტენზიას.

ტურის უკანასკნელი მატჩის სტარტი ორმხრივი შეცდომების და ცენტრის დაუფლების მცდელობაში წარიმართა. პირველი რეალური საგოლე შანსი, მე-16 წუთზე ფანცულაიას შეექმნა, თუმცა მისი დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. მასპინძელთა პასუხმა არ დააყოვნა – 23-ე წუთზე ნემსაძის გამჭოლი გადაცემას რამდენიმე რიკოშეტი მოჰყვა, მეკარესთან პირისპირ გასული კამარამ ანგარიში გახსნა (1:0). 34-ე წუთზე ალთუნაშვილის ფლანგურ ჩაწოდება, ჯიღაურის ულამაზესი გოლით დასრულდა (1:1). პირველი ტაიმის მიწურულს ვანდერსონის ჩაწოდების შემდეგ ღუდუშაური ცდილობდა გატანას, თუმცა  კუპატაძემ ივარგა.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობოთ წარიმართა. მე-60-ე წუთზე, ბათუმელთა მწვავე შეტევა ჯიღაურმა შედეგიანად ვერ დაასრულა. 73-ე წუთზე ფლამარიონის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად მამუჩაშვილმა აქცია (1:2) . წონასწორობა სულ რაღაც სამ წუთში აღდგა, 76-ე წუთზე ღუდუშაურის მახვილგონივრულ გადაცემას, გუნდის კაპიტანი, გაგნიძე გამოეხმაურა (2:2). ბოლო მომენტი  87-ე წუთზე კვლავაც ღუდუშაურს შეექმნა, მისი დარტყმა სუსტი იყო. საბოლოო ჯამში, საკმაოდ სანახაობრივი  დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

ამრიგად, ბათუმისა და თბილისის დინამოებს შორის ხუთქულიანი სტატუს ქვო შენარჩუნდა. გორის “დილამ” კი, მესამე ადგილთან ჩამორჩენა ორი ქულით გაზარდა.