თემურ სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია

“ყველაზე საშიში ჩაკვეტაძეა” – ქვილითაია ანორთოსისს აფრთხილებს
სექტემბერი 29, 2021
TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
სექტემბერი 29, 2021

შვედეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თემურ სამხარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

შეჯიბრი სამ მოძრაობაში გაიმართა – ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა. გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწინებით გამოვლინდა.

ქართველმა სპორტსმენმა მძიმე წონაში საერთო ჯამში 912 კილო დაძლია. 20 წლის სამხარაძისთვის ეს პირველი მასშტაბური ტურნირი იყო და ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.