ქართველი ფეხბურთელების კარგი დღე კონფერენსლიგაზე

კიტეიშვილი მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს
სექტემბერი 30, 2021
“დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი!”
სექტემბერი 30, 2021

დღეს, 30 სექტემბერს, უეფა კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ჩვენთვის გამოსარჩევი სამი დაპირისპირება იყო: “კოპენჰაგენი” – “ლინკოლნ რედ იმპსი”, “პაოკი” – “სლოვანი ბრატისლავა” და “გენტი” – “ანორთოსისი”, რადგან ამ შეხვედრებში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები იღებდნენ.

კოპენჰაგენის შემადგენლობაში სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში ხვდება ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა და არც დღევანდელი თამაში ყოფილა გამონაკლისი. დანიურმა კლუბმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მატჩი მარტივად მოიგო – 3:1. მე-80 წუთზე კოპენჰაგენის მწვრთნელმა დავით ხოჭოლავა შეცვალა და მოედანზე გაბრიელსენი გამოიყვანა. ორი ტურის ქართველის კლუბი ჯგუფში პირველ პოზიციას იკავებს 6 ქულით და პლეი-ოფში გასვლის მთავარი ფავორიტიცაა. მას უკან მოსდევს “პაოკი” 4 ქულით…

ხოჭოლავას ჯგუფში მოხვდა კიდევ ორი ქართველის კლუბი “სლოვანი ბრატისლავა”, რომელსაც ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ხელმძღვანელობს. სლოვაკური გუნდი გასვლაზე ეთამაშებოდა “პაოკს” და ფრეს გამოჰკრა ხელი. ორივე ქართველმა, როგორც კაშიამ, ასევე კანკავამ თამაში სრულად ჩაატარეს და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ხოჭოლავას მსგავსად ისინიც თავიანთი კლუბის უცვლელი წევრები არიან. “სლოვანი ბრატისლავასთვის” შემდეგი შეხვედრა ბევრად მარტივ მეტოქესთან უწევს, ამიტომ სავარაუდოა, რომ მესამე ტურის შემდეგ “პაოკის” მთავარი მეტოქე პლეი-ოფში გასასვლელად სწორედ სლოვაკური კლუბი გახდება.

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ბელგიაში ადგილობრივ “გენტსა” და კვიპროსულ “ანორთოსისს” შორის. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. “ანორთოსისის” განაცხადში ორი ქართველი მოხვდა: გიორგი ლორია და ნიკა ნინუა. ლორია ძირითადის სტაბილური წევრია, თუმცა სათამაშო დრო დღეს არცერთ ქართველს არ მიუღია, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ჯგუფის ორ ფავორიტთან ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ “ანორთოსისი” ჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს და მისი პლეი-ოფში გასვლის შანსები მცირეა.