ქეცბაია: გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება

აწმყო არ გვწყალობს, მომავლის რა გითხრათ?!
სექტემბერი 29, 2021
VIDEO გოლი ისტორიიდან – მჭელიძე VS მილანი
სექტემბერი 30, 2021

დღეს, 30 სექტემბერს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “გენტი” “ანორთოსისს” უმასპინძლებს. ბელგიელებს გიორგი ჩაკვეტაძე, ტრავმის გამო, დააკლდებათ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

რთული თამაში გველოდება. “გენტი” ძალიან კარგი გუნდია. მჯერა, რომ ჩვენც ასეთივე ვართ და ვეცდებით, დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
ვცდილობთ, სათანადოდ მოვემზადოთ და წარმატებით ვითამაშოთ. თუ გავიმარჯვებთ, ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება. ჩვენ მშვენიერი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს.
პრობლემები გვქონდა და სასწაულია, რომ აქ ვართ. ვულოცავ ფეხბურთელებს. უკანა კარიდან არ შევსულვართ, ამას ვიმსახურებდით. ყველა თამაში რთული იქნება.

უეფას ახალი საკლუბო ტურნირის პირველ ტურში, ბელგიელებმა ტალინის “ფლორა” სტუმრად, მინიმალური უპირატესობით 1:0 დაამარცხეს. ხოლო, ქეცბაიას გუნდმა ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლა და უშანსოდ, 2:0 დამარცხდა.