XXVII ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით

“დაიმატეთ დიდი პოტენცილიას მქონე მამარდაშვილი” – რჩევა FIFA 22-ის მოთამაშეებს
ოქტომბერი 1, 2021
მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – ქართველების განრიგი 2 ოქტომბერს
ოქტომბერი 1, 2021

საქართველოს CRYSTALBET ეროვნული ლიგის მესამე წრის უკანასკნელი ტური საინტერესოდ წარიმართა. ხუთი მატჩიდან ოთხში საყაიმო ანგარიში დაფიქსირფა, ერთადერთი გამარჯვებული თბილისის “საბურთალო” აღმოჩნდა, ვინც ბოლო ადგილზე მყოფ “სამტრედიას”, “ეროსი მანჯგალაძეზე” 2:0 მოუგო.

საერთო ჯამში, გასული 12 გოლიდან რვა  ორ შეხვედრაზე: გორის “დილა” 2:2 ბათუმის “დინამო” თბილისის “ლოკომოტივი” 2:2 თბილისის “დინამო” მოდიოდა. ბომბარდირთა დავაში 13 გოლით ერთპიროვნულად გალიდერდა, ზორან მარუშიჩი.

საჩემპიონო რბოლაში ჩართულ “დინამოებს” შორის ხუთ ქულიანი სტატუს ქვო შენარჩუნდა. ასევე, კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც გრძელდება.

QOMAGEBI.GE  გთავაზობთ 27-ე ტურის სიმბოლურ გუნდს.

3-4-3  

მეკარე: გოშაძე (საბურთალო თბ),

მცველები: მუდიმუ (ქუთაისის ტორპედო),  კაკუბავა (საბურთალო თბ), სანდოხაძე (ლოკომოტივი თბ)

ნახევარმცვრლები: გოჩოლეიშვილი (საბურთალო თბ), გაგნიძე (გორის დილა), მამუჩაშვილი (დინამო ბთ), შულაია (საბურთალო თბ)

თავდამსხმელები: ჯიღაური (დინამო ბთ), სხირტლაძე (დინამო თბ), სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ)

მთ.მწვრთნელი: ხვიჩა შუბითიძე