კაკაბაძე: “ახლა საქართველოს ნაკრების დროა!”

“ვუყვიროდი… მან კი ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა” – რუბინის მეკარე
ოქტომბერი 2, 2021
პეტრიაშვილი ოქროსთვის, კენჭაძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოქტომბერი 2, 2021

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასში მეათე ტურის მატჩები გაიმართა.

ოთარ კაკაბაძის “კრაკოვია” საკუთარ მოედანზე “სტალ მილეკს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ დასრულდა – 3:3.

აღსანიშნავია, რომ ოთარი ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა იღდგენს ფორმას და დღეს 46-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა მალევე, 62-ე წუთზე, მეტოქის კარის აღებაც მოახერხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მარჯვენა მცველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

     ბედნიერი ვარ კრაკოვიაში სადებიუტო გოლის გატანით. ახლა კი საქართველოს ნაკრების დროა!”, – დაწერა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის კაკაბაძეს ქვეყნის პირველ გუნდში უხმო.