მიქაუტაძე: “კიდევ შემეძლო გატანა, მაგრამ შემდეგი მატჩებისთვის შემოვინახე” 😉

VIDEO გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ოქტომბერი 3, 2021
მსაჯს მისი დანდობა შეეძლო – გენტის მთავარი მწვრთნელი
ოქტომბერი 4, 2021

დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა.

გიორგი მიქაუტაძის “სერაინგი” შინ ვარეგემს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:1 მოიგო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მიქაუტაძემ ვარეგემს მე-8, 71-ე და 81-ე წუთებზე გაუტანა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს ქართველმა შემტევმაც უპასუხა, რომელიც დღეს მოკლე კომენტარი|თ შემოიფარგლა.

     ყველა კმაყოფილები ვართ. შესანიშნავი მატჩი გამოგვივიდა. ვიცი, რომ კიდევ 1-2 გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ შემდეგი მატჩებისთვის შემოვინახე. სანაკრებო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ”, – თქვა მიქაუტაძემ.

წინ კი სწორედ სანაკრებო პაუზაა. მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელთან ერთად ოქტომბერში საბერძნეთისა და კოვოსოს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.