“ოქტომბერში დაინახავთ შემართებას, რომელიც ამ გუნდს ახასიათებს” – სანიოლი

„ჩემო ძმაო, შენ საუკეთესო ხარ!“- დესპოტოვიჩი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს!
ოქტომბერი 3, 2021
მეც ვიყავი მისი ასაკის… ხვიჩას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება – სანიოლი
ოქტომბერი 3, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა ვილი სანიოლმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

ნაკრები ხვალ შეიკრიბება და ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. სანიოლმა პირველ რიგში სექტემბერში გამართული მატჩები შეაფასა.

       მადლობა მხარდაჭერისთვის. გასულ თვეში ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მეტი მონდომება გვმართებს, შეკრულები უნდა ვიყოთ ყველა. კონკრეტულად არავის ვადანაშაულებ მომხდარში, მაგრამ მეტი შეგვეძლო… უნდა გავიაზროთ, რომ ნაკრები ყველასია და ყველას ერთი მიზანი გვაქვს. სწორედ მის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ და მჯერა, ოქტომბერში ყველაფერი სხვანაირად იქნება. დაინახავთ შემართებას, რომელიც ამ ნაკრებს ახასიათებს.

გვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რომლებიც წინა შეკრებაზე სხვადასხვა მზიეების გამო დაგვაკლდნენ: ოქრიაშვილი, კვარაცხელია… ისინი ჩვენთან იქნებიან და თავს სხვანაირად წარმოვაჩენთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელები ვითარდებიან: რაც მეტ მატჩს ჩაატარებენ ისინი კლუბებში, მით მეტ გამოცდილებას მიიღებენ და ნაკრებსაც გამოადგებიან. ბევრი ეროვნული ლიგის ფეხბურთელი გამოვცადეთ. მაინტერესებდა, ვინ არის მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ და ვის შეიძლება დავეყრდნო მომავალში”, – თქვა სანიოლმა.