დღეს პრესკონფერენციაა – რას იტყვის სანიოლი?

VIDEO ებრალიძემ პაფოსს გაუტანა
ოქტომბერი 3, 2021
მატჩის დღე: უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა ჩეხეთთან ცნობილია
ოქტომბერი 3, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ხვალ, 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები ოქტომბერში საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მოგვიანებით, განაცხადში იძულებითი ცვლილება მოხდა და ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი სანიოლმა გიორგი ქვილითაიათი შეცვალა.

დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი, სადაც, სავარაუდოდ, სანიოლი როგორც გასულ, ისე მომავალ მატჩებზე ისაუბრებს.

აქვე გეტყვით, რომ Qomagebi.ge სანიოლის პრესკონფერენციას ვრცლად შემოგთავაზებთ.