😮 კონფლიქტი ხვიჩასა და სლუცკის შორის – რუსული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს 🤨

76:0 – 18-წლამდელებმა ჩეხეთს 12 ლელო გაუტანეს
ოქტომბერი 4, 2021
VIDEO ლორიამ ქვილითაიას საოცარი ბურთი აუღო 😮
ოქტომბერი 4, 2021

რუსულმა გამოცემამ Championat-მა ყაზანის “რუბინის” შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა. ბოლო პერიოდში ჩავარდნილი თამაშების შემდეგ, ქართველი კრიტიკის ობიექტი კვლავ გახდა.

     კვარაცხელიამ პენალტის დარტყმის უფლება წაართვა პარტნიორს, თავად მან კი თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. ქართველი შემტევის შეცდომა რუბინს ძვირად დაუჯდა.

კლუბში არსებული სიტუაცია იმაზე უფრო რთულად არის, ვიდრე გგონიათ. სლუცკიმ თავისი შეგირდი დატოვა სათადარიგოთა სკამზე და ჩვენი ინფორმაციით, მათ ურთიერთობაში არეულობამ დაისადგურა. ხვიჩა ევროპაში არშემდგარი ტრანსფერის გამო მორალურად განადგურებულია, ზამთრის ფანჯრის გახსნამდე კი დიდი დროა”,

ქართველი ფლანგის შემტევმა, მიმდნარე რუსეთის პრემიერ ლიგის რვა შეხვედრაში, ერთი გოლით და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.