“უხეშად განზრახ არ უთამაშია” – მწვრთნელმა ჩაკვეტაძე დაიცვა

სანიოლმა ნაკრებში თბილისის დინამოს მცველიც გამოიძახა
ოქტომბერი 4, 2021
76:0 – 18-წლამდელებმა ჩეხეთს 12 ლელო გაუტანეს
ოქტომბერი 4, 2021

ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი სტუმრად ანტვერპენს დაუპირისპირდა.

ჩაკვეტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. გიროგი აქტიური იყო, გენტის შეტევებს ამწვავებდა, თუმცა მხოლოდ 33 წუთის განმავლობაში. 33-ე წუთზე ქართველი ნახევარმცველი უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

აღსანიშნავია, რომ მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და ჩაკვეტაძეს წითელიც ამის შემდეგ უჩვენეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ  გენტის მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი ამ ეპიზოდს გამოეხმაურა. ის ჩაკვეტაძეს გამოექომაგა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ასეთ დროს ფეხბურთელს არ უნდა აძევებდნენ.

     მომენტი ვნახე. ვფიქრობ, ასეთ დროს ყვითელი ბარათის მიცემა საკმარისია. განზრახ უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ წესებში წერია, რომ ეს წითელი ბარათია.

ჩაკვეტაძის გაძევებამდე ანტვერპენს მომენტიც კი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით პირველ 30 წამს. აქ მოსაგებად ჩამოვედით და ვიმსახურებდით კიდეც. მაგრამ რას ვიზამთ…”, – თქვა მწვრთნელმა.