სანიოლმა ნაკრებში თბილისის დინამოს მცველიც გამოიძახა

VIDEO ლუკა იმნაძემ ქაირათს გაუტანა
ოქტომბერი 4, 2021
“უხეშად განზრახ არ უთამაშია” – მწვრთნელმა ჩაკვეტაძე დაიცვა
ოქტომბერი 4, 2021

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში სწორედ დღეს, 4 ოქტომბერს შეიკრიბება.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმი არენაზე საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

30 სექტემბერს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მოგვიანებით, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ნაკრებში გიორგი ქვილითაია გამოიძახეს. ცნობილი ხდება, რომ სანიოლმა სანაკრებო სიას კიდევ ერთი ფეხბურთელ დაამატა: ამჯერად თბილისის დინამოს ახალგაზრდა მცველი საბა ხვადაგიანი, რომელიც ნაკრებში გასულ შეკრებაზეც იმყოფებოდა და დებიუტიც ჰქონდა/

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი).