ჩაკვეტაძე მკაცრად დასაჯეს: ფულადი ჯარიმა + დისკვალიფიკაცია

“აიაქსში არ გაუშვეს, რუბინმა 20 მილიონი ევრო მოიგონა” – აგენტი კვარაცხელიაზე
ოქტომბერი 5, 2021
VIDEO საქართველოს ნაკრების მზადება საბერძნეთისთვის
ოქტომბერი 5, 2021

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-10 ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი სტუმრად ანტვერპენს დაუპირისპირდა.

გენტმა მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმო, თავად ჩაკვეტაძე კი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან 33-ე წუთზე გააძევა.

ბელგიის სამეფო საფეხბურთო ასოციაციამ, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000 ევრო ფინანსური სანქცია დაუწესა.

სანქცია ძალაში 7 ოქტომბერს შედის, თუმცა გენტს შეუძლია ის გააპროტესტოს და კლუბი ამას აპირებს.

ამგვარად, ჩაკვეტაძე ეუპენთან და გენკთან არ ითამაშებს.