„ქვილითაიას გამოჩენა ოპტიმისტური გზავნილია“ || რას წერს კვიპროსული მედია

სად შეიძლება ბილეთების შეძენა? საქართველო – საბერძნეთი
ოქტომბერი 5, 2021
გიორგი მიქაუტაძე – საინტერესო სტატისტიკა
ოქტომბერი 5, 2021

გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებში კარგ ფორმაში ჩამოდის, მიუხედავად იმისა, რო ვილი სანიოლმა ის  თავდაპირველ სიაში არ შეიყვანა, ოთარ კიტეიშვილის ტრავმის გამო მაინც მოუწია „აპოელის“ ფორვარდის გამოძახება.

ქვილითაიამ თავის ყოფილ გუნდ,  „ანორთოსისთან“ დაპირისპირებისას, გიორგი ლორიას გაუტანა გოლი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც თემურ ქეცბაიას გუნდს დარჩა.

მიუხედავად მარცხისა კვიპროსულ მედიაში ქვილითაიას თამაში დადებითად შეაფასეს.

კვიპროსული „GOAL“  წერს:

 

„მას  კაპიტნის სამკლაური ეკეთა და კაპიტანივით იქცეოდა ანორთოსისთან ” დერბისას. გიორგი ქვილითაიამ თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ლურჯ-ყვითელი მაისურით.

ქართველის გამოჩენა იყო ერთ -ერთი ოპტიმისტური გზავნილი „აპოელის“ ქომაგებისთვის. გუნდმა ანორთოსისთან დერბიში პროგრესი აჩვენა, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების გამო დაისაჯა“.

 

რაც შეეხება თავად გიორგის, მანაც გააკეთა კომენტარი მატჩის შემდეგ:

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ გუშინდელი შედეგით. ყველა მართლაც აკეთებს იმას, რაც შეუძლია იმისათვის, რომ „აპოელი“ დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია. მე მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება კვლავ დაბრუნდება.”

 

გიორგი ქვილითაიას ახლა სანაკრებო მატჩებზე ფოკუსირება მოუწევს, 9 ოქტომბერს მას საქართველოს ნაკრებთან ერთად ბათუმის ახალ სტადიონზე ბერძნებთან დაპირისპირება ელის.