ნაკრები სრულად შეიკრიბა – რამდენიმე ლეგიონერმა დღეს დაისვენა

ბელგიის ჩემპიონატის ტურის ფეხბურთელი
ოქტომბერი 5, 2021
“ქართველი გულშემატკივრის გახარებას ვეცდებით” – კაკაბაძე
ოქტომბერი 5, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას საბერძნეთთან და კოსოვოსთან გასამართი მატჩებისათვის.

ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, არასრული შემადგენლობით მორიგი ვარჯიში ჩაატარა, ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა, ისინი გუნდს 6 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, თავდაპირველი განაცხადიდან რამდენიმე ფეხბურთელის ჩანაცვლება გახდა საჭირო, რაც შეეხება საბოლოო სიას, ის ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)​

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს, ბათუმში, ახალ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს 20:00 საათზე, ხოლო შემდეგ ეროვნული გუნდი პრიშტინაში ჩაფრინდება, სადაც 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.