გადაწყვეტილება ცნობილია – დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ნაკრების თამაშს

მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში || უიპილერ ლიგა
ოქტომბერი 5, 2021
100 პროცენტით მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო – საბა ლობჟანიძე
ოქტომბერი 5, 2021

საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება !!

საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს გულშემატკვირის თანდასწრებით ჩაატარებს.

9 ოქტომბერს ბათუმში სტადიონის 33% შეეძლება დასწრება, ამისთვის გულშემატკივრებს 3 სხვადასხვა ვარიანტი აქვთ, საბჭოს გადაწყვეტილებით სტადიონზე დაიშვებიან ვაქცინირებული, 72 საათში PCR ან 24 საათში ანტიგენის უარყოფითი ტესტის პასუხის მქონე ადამიანები.

გარდა ამისა მატჩზე დასწრება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც ვისაც კოვიდ 19 ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს.

 

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს 9 ოქტომბერს საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება და საქართველოს დროით 20:00 დაიწყება