ეროვნული ლიგა: XXVIII ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით

ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე და მაიკ ჯეიმსზე დოკუკენტურ ფილმს იღებს
ოქტომბერი 5, 2021
მეტოქის სერიოზული დანაკლისი, საბერძნეთს გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდა
ოქტომბერი 5, 2021

კვირას 3 ოქტომბერს CRYSTALBET ეროვნული ლიგის ბოლო მეოთხე წრე გაიხსნა. 28-ე ტური საკმაოდ საინტერესო შედეგებით დასრულდა. ხუთ მატჩში საერთო ჯამში 19 გოლი გავიდა.

თბილისის “დინამო” გასვლით შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და უხერხულ მეტოქეთ ჩამოყალიბებულ გუნდს, ისევ ვერ მოუგო (2:2). მე-2 წუთზე სერგო კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, სტუმრებმა მობილიზება მალევე მოახდინეს, მე-12 წუთზე წონასწორობა დავით სხირტლაძემ აღადგინა, 29-ე წუთზე კი, ბარნს ოსეიმ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა დააფიქსირა.

ბათუმის “დინამო” პრინციპულ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. მე-10 წუთზე გიორგი ფანცულაიამ გახსნა ანგარიში, ტაიმის მიწურულს ბაქარ მირცხულავამ ანაფრიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის  61-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა შეაგდო გიული მანჯგალაძემ, მატჩს წერტილი გიორგი ზარიამ დაუსვა (91).  ამრიგად, საჩემპიონო რბოლაში უოირატესობა შვიდ ქულამდე გაზარდა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თბილისის “ლოკომოტივმა” რომელმაც თანაქალაქელი “საბურთალო” 3:2 დაამარცხა. “რკინიგზელები” ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძის თერთმეტმეტრიანით დაწინაურნენ, 56-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 64-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა გამანადგურებელი სხვაობა დააფიქსირა (3:0). საბურთალომ გაბრძოლება მაინც მოახერხა, 87-ე წუთზე დმიტრო მადრიჩენკომ, ხოლო 92-ე წუთზე ნიკა მალიმ შეძლეს გატანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს (3:2).

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ფოთში, “ფაზისი” არენაზე, ქობულეთის “შუქურა” გორის “დილა” უშანსოდ, 4:0 გაანადგურა. მე-9 და მე-10 წუთზე, მიშიკო სარდალიშვილის და ზურაბ მუსელიანის გოლებით აჭარელები კომფორტული უოირატესობა შეიქმნეს. უკვე 51-ე წუთზე კომახიძის გოლს, 60-ე წუთზე ალეფ სანტოსის გაძევება მოჰყვა, 80-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ლევან ინგოროყვამ დააფიქსირა. შაშიაშვილის შეგირდებს, გორელთათვის შანსიც არ მიუციათ.

საინტერესო მატჩი გამოდგა “სამტრედიას” და “თელავის” შორის. ეროვნულ ჩემპიონატში დასარჩენად მებრძოლ გუნდებში უკეთესი კახური გუნდი აღმოჩნდა, ლაშა შერგელაშვილის და ანტონ თოლორდავას გოლებით სტუმრად გაიმარჯვა (2:0).

QOMAGEBI.GE  გთავაზობთ 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდს.

4-3-3 

მეკარე: ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ანტონ თოლორდავა (თელავი), ნიკა ჭანტურია (შუქურა), ნიკა მალი (საბურთალო თბ);

ნახევარმცველები:  სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), თეიმურაზ შონია (ლოკომოტივი თბ), გიული მანჯგალაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები:  ირაკლი კომახიძე (შუქურა), გიორგი ფანცულაია (დინამო ბთ), ზურაბ მუსელიანი (შუქურა)

მთ.მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი (შუქურა)