“აიაქსში არ გაუშვეს, რუბინმა 20 მილიონი ევრო მოიგონა” – აგენტი კვარაცხელიაზე

“გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ” – დავითაშვილი
ოქტომბერი 5, 2021
ჩაკვეტაძე მკაცრად დასაჯეს: ფულადი ჯარიმა + დისკვალიფიკაცია
ოქტომბერი 5, 2021

აგენტმა თემურ ღურწკაიამ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუბინმა შეცდომა დაუშვა მისი აიაქსში არ გაშვებით.

     ხვირა არავის მიჰყავს. მისი სატრანსფერო ღირებულება ეცემა. რუბინი 20 მილიონ ევროს ითხოვდა, რადგან გაზაფხულს ის საოცარ ფორმაში იყო. მაშინ ყველა ყვიროდა, რომ ხვიჩას ნებისმიერი ინგლისური კლუბი შეიძენდა, მაგრამ არავინ წაიყვანა. ახლა ის ცუდად თამაშობს. 

თუ სასწაულს მოახდენს და საქართველოს ნაკრებში საოცრად ითამაშებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი ფასი შენარჩუნდება. ახლა 10-12 მილიონ ევროზე მეტს ხვიჩას სანაცვლოდ არავინ გადაიხდის.

მაისში შესანიშნავ ფორმაში იყო. შემდეგ ამას ნაკრებში ჩატარებული მატჩებიც დაემატა – გაუტანა ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს. და აი, რუბინშიც მოიგონეს, რომ ის 20 მილიონი ევრო ღირს. ვიღაცამ დაარწმუნა, რომ 12 მილიონად არ გაეყიდათ აიაქსში. აი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისური კლუბები გაიღვიძებენ და ისინი გადაიხდიან ბევრსო… მაგრამ ეს არ მოხდა”, – თქვა ღურწკაიამ.