მეტოქის სერიოზული დანაკლისი, საბერძნეთს გამოცდილი ფეხბურთელი გამოაკლდა

ეროვნული ლიგა: XXVIII ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით
ოქტომბერი 5, 2021
მიქაუტაძე ტურის სიმბოლურში || უიპილერ ლიგა
ოქტომბერი 5, 2021

საბერძნეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი კარლოს ზეკა თავის გუნდს დიდი ხნის მანძილზე ვერ დაეხმარება.

ბერძენი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავას თანაგუნდელია „კოპენჰაგენში“, მეტიც ის დანიური გუნდის კაპიტანია.

„ვიბორგთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა, ზეკამ ჯვარედინი იოგები დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია და ფეხბურთისგან დიდ ხნიანი დასვენება მოუწევს.

ზეკამ საქართველოს წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც ითამაშა, სადაც 80-ე წუთზე შეცვალეს, ის უკვე წლების განმავლობაში ბერძენთა ძირითადი ნახევარმცველია და მისი დანაკლისი ძალიან სერიოზულია საბერძნეთის ნაკრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, საბერძნეთს 9 ოქტომბერს, ბათუმში დაუპირისპირდება. ხოლო ბერძენთა სამწვრთნელო შტაბმა მალე უნდა მოიფიქროს ვისით შეიძლება ჩაანაცვლონ გამოცდილი ნახევარმცველი.