“რუსეთის მეორე ლიგის დონე საქართველოს ჩემპიონატზე მაღალია” – ბერიაშვილი

VIDEO საქართველოს ნაკრების მზადების მესამე დღე
ოქტომბერი 6, 2021
კვარაცხელია პლანეტის Top 500-ში
ოქტომბერი 7, 2021

ვოლგოგრადის “როტორის” 23 წლის ქართველმა მცველმა ილია ბერიაშვილმა რუსულ გამოცემა Волгоградская правда-სთან მის მომავალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის რანგით მეორე დივიზიონის უკანასკნელ ტურში ბერიაშვილმა მოსკოვის “ტორპედოს” (1:1) გაუტანა.

     ჩემი აზრით, FNL-ის დონე საქართველოს ჩემპიონატზე მაღალია. კარგი ტემპია, ყველა იბრძვის. ყველა გუნდი დაახლოებით თანაბარი დონისაა და სწორედ ამიტომ ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა. ვოლგოგრადში ყველაფერი მომწონს და როტორში თამაში მსიამოვნებს. აქედან წასვლას ჯერ არ ვაპირებ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გუნდს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დავეხმარო. 

ვფიქრობ, თუ ოდესმე კარიერის ევროპულ ლიგაში გაგრძელების შანსი მექნება, ვოლგოგრადელი ქომაგები გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას. ალბათ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში და თუ ბევრს ვივარჯიშებ და თითოეულ თამაშში მაქსიმუს გავაკეთებ, ალბათ ასეთ მაღალ დონეზე თამაშის საშუალებაც მექნება”, – თქვა ბერიაშვილმა.