“ლიდსმა ის აუცილებლად უნდა შეიძინოს” – ბრიტანული მედია

წიტაიშვილი : ალბათ ამ ხალხს სხვა საქმე არ აქვს
ოქტომბერი 6, 2021
გიორგი სარდალიშვილი მსოფლიო ჩემპიონია ||
ოქტომბერი 6, 2021

რუსეთში ცნობილი საფეხბურთო აგენტის, თემურ ღურწკაიას სიტყვებს ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ფასთან დაკავშირებით, ინგლისური მედია გამოეხმაურა.

Footballfancast.com-ის ჟურნალისტი დანიელ ემერი წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ღურწკაიას განცხადება სინამდვილეს შეეფერება, ლიდს იუნაიტედმა კვარაცხელია ზამთარში აუცილებლად უნდა შეიძინოს ამ ფასად, რაც მისი ტალანტის გათვალისწინებით საკმაოდ იაფია.

     Transfermarkt.de მას 18 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ვიქტორ ორტასთვის ეს იქნება ოქროს საბადო, თუ შეძლებს 12 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას. საფეხბურთო აგენტი ამბობს, რომ მისი ფორმის გათვალისწინებით, ხვიჩას საბაზრო ფასი მცირდება, მაგრამ ეს ლიდსს არ უნდა ანაღვლებდეს.

20 წლის ასაკში არასტაბილურობა გარანტირებულია, მას კიდევ დიდი დრო აქვს რომ განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი. ფეხბურთელი, რომელსაც პოტენციალით რობენსა და რიბერის ადარებდნენ არ უნდა დაკარგოს ლიდსმა.

მარსელო ბიელსას უკვე დამტკიცებული აქვს, რომ შეუძლია ტალანტების ათამაშება. მალე, შესაძლოა, კვარაცხელია ისეთივე ფლანგის ჯადოქრად ჩამოყალიბდეს კლუბისთვის, როგორიც ახლა რაფინიაა”, – წერს გამოცემა.