მამარდაშვილის შანსი – სილესენს მსურველი გამოუჩნდა

19-წლამდელების ფრე უელსთან – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი დაიწყო
ოქტომბერი 6, 2021
საქართველოს ნაკრებმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოქტომბერი 6, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ესპანურ კლუბში პირველი ნომერი გახდეს.

როგორც ესპანური გამოცემა Todofichajes წერს, ვალენსიას პირველი მეკარის, იასპერ სილესენის შეძენას აიაქსი ცდილობს და არის ალბათობა, სილესენი ახალ გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე შეუერთდეს.

ამის მიზეზი კი აიაქსის მეკარე ონანაა: მან ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და კლუბმა უკვე იცის, რომ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კარიერას, სავარაუდოდ, ინტერში გააგრძელებს.

სწორედ ამიტომ, აიაქსმა მეკარის ძებნა უკვე დაიწყო, პრიორიტეტი კი ჰოლანდიური კლუბისთვის სილესენია, რომელთან მოლაპარაკებებიც, გამოცემის ცნობით, უკვე დაწყებულია.

ცხადია, თუ თუ სილესენის ტრანსფერი აიაქსში შედგა, დიდი შანსია გიორგი მამარდაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს და ვალენსიას პირველი მეკარეც სწორედ ის გახდეს.