პრობლემა: ქართული კლუბები და მხოლოდ სახელის გამო ჩამოყვანილი ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი გაიზარდა ||
ოქტომბერი 6, 2021
წიტაიშვილი : ალბათ ამ ხალხს სხვა საქმე არ აქვს
ოქტომბერი 6, 2021

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ისტორიის განმავლობაში საკმარისზე მეტს სეზონს მოიცავს, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას თუ რა ტენდენციები არსებობს და სად ვართ დღეს.

ამჯერად, შევეცდებით ჩვენი გადასახედიდან ჩემპიონატის სახე ცვლილებიდან მოყოლებულ რეალობაზე ვისაუბრო.

ეროვნული ლიგის დაწყებიდან მეხუთე სეზონი მიმდინარეობს. სხვადასხვა გუნდების რიგებში საერთო ჯამში 100-ზე მეტმა ლეგიონერმა ითამაშა. ფაქტი კი ერთია: უცხოელ მოთამაშეთა უდიდეს ნაწილს მხოლოდ ჰქვია “ლეგიონერი”, რეალურად კი, ხშირ შემთხვებაში, ჩვენს დონეზეც ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს.

ჩვენს კვალობაზე მაღალი დონის ლეგიონერებზე

მრავალი წლის განმავლობაში, ჩემპიონატში ბევრ  ფეხბურთელს უთამაშია, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშიც გამოცდილება ჰქონდათ: ნედ ზელიჩი, ჩისკო მინიოსი, უსტარიც ალდეკოაოტალორა თუ ბევრი სხვა.

ბოლო ხუთ წელს თუ გადავხედავთ, არაერთ გამორჩეულ ლეგიონერს გავიხსენებთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ჩამოვთვალოთ ფეხბურთელები: გოდფრი ობოაბონა, სამუელ ინკუმი, რეინალდო, კარლოს კასტრო, ფაბიან სპორსკლედე… ფაქტია, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა ვერცერთმა მოახერხა. მეტიც, რამდენიმე მათგანს პრაქტიკულად უთამაშებელს მოუწია კონკრეტული გუნდის დატოვება.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ კლუბებს მხოლოდ უთამაშებელი და ცუდ ფორმაში მყოფი ლეგიონერების დამატება ძალუდს. ასევე არახალია, რომ ჩემპიონატის ლიდერებსაც კი, მინიმალური ევროპული საზომითაც მწირი ბიუჯეტი აქვთ და იმ ფეხბურთელების დამატებაზე ვერც ვიოცნებებთ, ვისზე დაყრდნობითაც, როგორც ჩემპიონატის დონის ზრდა, ასევე ევროტურნირისთვის კონკურენტუნაროანი გუნდის ჩამოყალიბება შეიძლება.

აფრიკული ბაზარი და ძლიერი ლეგიონერების ყოლის ილუზია

რა თქმა უნდა, გასული წლების განმავლობაში, ქართული გუნდების მხრიდან განხორციელებული ტრანსფერების გარკვეული წილი, შეგვიძლია წარმატებულად მივიჩნიოთ, თუმცა, ეს წილი იმდენათ მცირეა…

როგორც მწირი ფინანსური შესაძლებლობების გუნდებისთვის, ასევე მეტ-ნაკლებად შეძლებულთათვის მნიშვნელოვანია, რომ აფრიკული თუ სხვა იაფი სატრანსფერო ბაზარი აითვისონ და მცირე დანახარჯით მზა პროდუქტი მიიღონ. რა აჩვენა ჩვენმა გამოცდილებამ?! უამრავი ჩამოყვანილი ფეხბურთელის მიუხედავად, არ გვაქვს სტრატეგია, რომელიც შედეგის მიღებისკენ იქნება მიმართული.

მაშინ რა ჩანს? არაერთი კლუბის მხრიდან მრავალჯერ გამოცდილი ჩავარდნილი სტრატეგია! ჩანს ერთბაშად უამრავი დაბალი დონის თუ მეტ-ნაკლებად მაღალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა, შემდეგ მოლოდინი, რომ ისინი “იფრენენ” და 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების მიუხედავად, ზოგჯერ ერთ თვეში, რიგ შემთხვევაში კი ნახევარი სეზონის შემდეგაც კონტრაქტის გაწყვეტა.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი

აქ მარტივი პასუხია. ერთის მხრივ, ამ მომენტში მოცემული რესურსის სწორად გამოყენება, რაც მარტივი ნამდვილად არაა. მეორეს მხრივ, ქართულ ფეხბურთში რეალური ინვესტიციის განხორციელება, თავის მხრივ კი, პროფესიონალური მიდგომა და სწორი მენეჯმენტი, რაც ჩვენს რეალობაში ყოველთვის პრობლემა გახლდათ.