ყველა ბილეთი გაყიდულია – ბათუმში ნაკრებს გულშემატკივარი უბრუნდება

საქართველო VS საბერძნეთი: ურთიერთშეხვედრების ისტორია.
ოქტომბერი 6, 2021
VIDEO საქართველოს ნაკრების მზადების მესამე დღე
ოქტომბერი 6, 2021

9 ოქტომბერს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. საქართველო – საბერძნეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

საქართველო – საბერძნეთი მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე ყველა ბილეთი გაიყიდა.