კვარაცხელია პლანეტის Top 500-ში

“რუსეთის მეორე ლიგის დონე საქართველოს ჩემპიონატზე მაღალია” – ბერიაშვილი
ოქტომბერი 6, 2021
იმედი მაქვს გულშემატკივრართან ერთად მეტოქეს დავამარცხებთ- გიორგი აბურჯანია
ოქტომბერი 7, 2021

ჟურნალმა World Soccer-მა შემოდგომის ნომერში პლანეტის 500 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ 500-ეულში ერთი ქართველი ფეხბურთელიცაა – 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ლეგიონერი რუსეთის პრემიერ-ლიგის ყაზანის რუბინში თამაშობს (ამ სეზონში 8 თამაში: 1 გოლი, 1 საგოლე პასი). ზაფხულში ის ევროპის მოწინავე კლუბების ინტერესის სფეროში იყო, თუმცა რუბინის მაღალი მოთხოვნის გამო, ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა კვლავ რუსეთში აგრძელებს კარიერას.

სიაში მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები შედიან, როგორებიც:მესი, რონალდო, მბაპე და სხვები არიან.

 

ფოტო- gff.ge