იმედი მაქვს გულშემატკივრართან ერთად მეტოქეს დავამარცხებთ- გიორგი აბურჯანია

კვარაცხელია პლანეტის Top 500-ში
ოქტომბერი 7, 2021
“სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ვიყავი, გადარჩენის შანსი 2% იყო”
ოქტომბერი 7, 2021

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება საქართველოს და საბერძნეთს შორის გასამართ მატჩამდე.

სასიხარულო ინფორმაციაა, რომ საქართველოს ნაკრებმა უკვე სრული შემადგენლობით ჩაატარა ვარჯიში და გუნდი უკვე ფაქტობრივად მზად არის ბერძენ ფეხბურთელებთან შესახვედრად.

საინტერესო კომენტარი გააკეთა „გილ ვისენტეს“ ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ:

 

„სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ოთარ კიტეიშვილის გარდა, სხვა დანაკლისი არ გვაქვს. წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. პირველ რიგში, საბერძნეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებული. აღნიშნული თამაშის მოგება ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდება. პოზიტიური მოვლენაა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად შევძლებთ მეტოქის დამარცხებას.“- განაცხადა გიორგი აბურჯანიამ

 

 

გიორგი აბურჯანია საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯერ 9 ოქტომბერს, ბათუმში საბერძნეთს დაუპირისპირდება 20:00 საათზე, ხოლო შემდეგ 12 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 წუთზე გასვლაზე კოსოვოელი ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშებს.