ჯუღელი: “ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა”

VIDEO ჯაბა კანკავას საუკეთესო 3 გოლი ეროვნულ ნაკრებში
ოქტომბერი 7, 2021
“ვის ეგონა, რომ ასე დაიკარგებოდა” – კვიპროსში ოქრიაშვილის კრიტიკას მოუხშირეს
ოქტომბერი 8, 2021

მთავარი არხის ეთერში ( „სპორტი დიდ ქალაქში”) სტუმრად ხვიჩას კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა, რომელმაც სატრანსფერო ჭორების შესახებ ისაუბრა.

     ხვიჩამ ამ დონეს საკუთარი შრომით მიაღწია. საქართველოსთვის იშვიათი შემთხვევაა, ის ძალიან დიდი პროფესიონალია.  კვარაცხელია 15 წლის იყო, როდესაც ჩემთან პირველად მოვიდა.  ჩემი მეგობრის შვილია. პირდაპირ ვამბობ – მაშინ სპორტინგის ვარიანტი იყო, მაგრამ ჩვენ რუსეთი და ლოკომოტივი ავირჩიეთ, რომელმაც როგორც ფეხბურთელი, ბოლომდე გახსნა. შემდეგ მისით რუბინი ძალიან დაინტერესდა, გადავიდა რუბინში და ფინანსურადაც და სხვა მხრივაც, კარგი პირობები დახვდა. კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა.

დღეს გუნდები ფინანსურად ძლიერები არ არიან. კვარაცხელიას 5 და 10 მილიონად ყველა წაიყვანს – მაგალითად, აიაქსი, ტოტენჰემი, ვესტ ჰემი და კიდევ ძალიან ბევრი გუნდი, მაგრამ რუბინს 10 მილიონზე ბევრად მეტი სურს. ხვიჩა რუსულ ფეხბურთში ვარსკვლავია და რუბინი დაბალ თანხად ვერ შეელეოდა.

ასეთი რაღაცები არ შეიძლება. რეალურად არავინ არაფერი იცის – ყველაზე პირველი იგებს კლუბი და აგენტი, შემდეგ ფეხბურთელი. არ დამიმალავს – აპრილის შუა რიცხვებში იუვენტუსთან მოსალაპარაკებლად ჩავფრინდი,  პარატიჩთან, მაგრამ მერე მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გაუშვეს და მუშაობა ტოტენჰემში დაიწყო. ეს სიტუაცია მე შევქმენი? იუვენტუსი დაინტერესებული ნამდვილად იყო, კონტრაქტიც დგებოდა და რუბინთანაც ყველა შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოგიყევით.

კვარაცხელიას ევროპაში გასაყვანად დახმარება არ სჭირდება, ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა. ხვიჩა მთელმა ევროპამ იცის, რადგან ძალიან სერიოზული დონის ფეხბურთელია. რაც შემეძლო კვარაცხელიას ყველაფერი გავუკეთე, ახლა კვარაცხელიამ რეკლამა თავად უნდა გამიკეთოს, რადგან ბავშვობიდან მე შევქმენი.

აი, ასეთია სიტუაციაა”, – თქვა ჯუღელმა.