ნუგზარ წურწუმიამ მსიფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სასჯელი შემსუბუქდა – გენტის საჩივარი დაკმაყოფილდა
ოქტომბერი 8, 2021
“იმედია, მე-100 მატჩი კანკავასთვის და გუნდისთვის დაუვიწყარი იქნება” – სანიოლი
ოქტომბერი 8, 2021

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებს პირველი მედალი ნუგზარ წურწუმიამ მოუტანა. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა.

წურწუმიამ პირველივე შეხვედრა წააგო, მაგრამ მისმა დამმარცხებელმა ფინალში გააღწია და ქართველი ფალავანიც რეპეშაჟში გადაერთო. წურწუმიამ ჯერ ყაზახი ზაკანშა, შემდეგ კი, სომეხი ჰახოიანი წმინდა გამარჯვებით ვადაზე ადრე დაამარცხა. ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან დამარცხდა იაკობ ქაჯაია (-130 კგ) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.