საბერძნეთთან ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად? – სანიოლის პასუხი

ხმა მიეცით მამარდაშვილს – ქართველის ორი სეივი საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის
ოქტომბერი 8, 2021
“გულისტკივილს გამოვთქვამთ” – ნაკრების წევრები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე
ოქტომბერი 8, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ გუშინ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები ბათუმი არენაზე პირველ ვარჯიშს დღეს გამართავს.

მანამდე კი ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

     საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა, ყოფილი ევროპის ჩემპიონი, რომლის შემადგენლობაშიც დღესაც არაერთი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა უკვე ვაჩვენეთ, რომ მათთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. სტუმრად მოგებასაც კი ვიმსახურებდით.

გვექნება შანსი. ვფიქრობ, მსგავსი სახის თამაში იქნება ხვალაც და ჩემი აზრით, შედეგი უკეთესი იქნება. გუნდი უკეთესს მდგომარეობაშია, ვიდრე სექტემბერში. ყველა მონდომებულია და თუ იმ შემართებით ითამაშეს, როგორითაც ვარჯიშობენ ეს დღეებია, შედეგი კარგი იქნება.

ჯერ არ ვიცი, ხვალ რა შემადგენლობას დავაყენებ. კარგად მესმის, რომ გულშემატკივარს მოლოდინი აქვს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე ერთად იხილოს. ორივე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია, საჭიროა სწორი ბალანსის პოვნა და ვეცდები, ნაკრების სასიკეთოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღო”, – თქვა სანიოლმა.

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 9 ოქტომბერს ბათუმი არენაზე შედგება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.