Daily Express: “ლიდსი და ტოტენჰემი არ ინანებენ, რომ მასზე უარი თქვეს

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოქტომბერი 8, 2021
მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ბათუმში – ნაკრები საბერძნეთისთვის მზადაა
ოქტომბერი 8, 2021

TBILISI, GEORGIA - MARCH 28: Khvicha Kvaratskhelia of Georgia celebrates after scoring their side's first goal during the FIFA World Cup 2022 Qatar qualifying match between Georgia and Spain at the Boris Paichadze Dinamo Arena on March 28, 2021 in Tbilisi, Georgia. 30% of the stadium capacity have been allowed into the match as a Covid-19 precaution. (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

რამდენიმე დღის წინ აგენტმა თემურ ღურწკაიამ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუბინმა შეცდომა დაუშვა მისი აიაქსში არ გაშვებით.

     ხვირა არავის მიჰყავს. მისი სატრანსფერო ღირებულება ეცემა. თუ სასწაულს მოახდენს და საქართველოს ნაკრებში საოცრად ითამაშებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მისი ფასი შენარჩუნდება. ახლა 10-12 მილიონ ევროზე მეტს ხვიჩას სანაცვლოდ არავინ გადაიხდის”, – თქვა მაშინ აგენტმა.

დღეს ღურწკაიას ეს კომენტარი გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Express-მა გამოაქვეყნა.

კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლიდსი და ტოტენჰემი იჩენდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე კლუბმა არჩევანი სხვა ფეხბურთელებზე გააკეთა. გამოცემა წერს, რომ ორივე კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

     კვარაცხელიას შეძენა ორივე კლუბს ბევრად იაფი დაუჯდებოდა, მაგრამ არ შეიძინეს, დღეს კი აგენტი აცხადებს, რომ ხვიჩა ცუდ ფორმაშია. მან რუბინში 8 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 

ლიდსი და ტოტენჰემი არ ინანებენ, რომ კვარაცხელიაზე უარი თქვეს, მითუმეტეს იმ ორი ფეხბურთელის ფონზე, ვინც შეიძინეს ქართველის ნაცვლად”, – წერს გამოცემა.