“გულისტკივილს გამოვთქვამთ” – ნაკრების წევრები ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე

საბერძნეთთან ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად? – სანიოლის პასუხი
ოქტომბერი 8, 2021
გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ოქტომბერი 8, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ გუშინ, 7 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მასპინძელ ქალაქში გამგზავრებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრები ბათუმი არენაზე პირველ ვარჯიშს დღეს გამართავს.

მანამდე კი ვილი სანიოლმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძეც დაესწრო.

დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნაკრების წევრებმა პრესკონფერენცია სწორედ ამ თემით დაიწყეს.

“მინდა, პირველ რიგში, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ამბის გამო, რაც დღეს ბათუმში მოხდა. ცუდი რამ მოხდა, ვწუხვართ ყველა”, – თქვა სანიოლმა.

“მეც გულისტკივილს გამოვთქვამ მომხდართან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დაშავებულების რაოდენობა არ ვიცით… ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა”, – დაამატა კაკაბაძემ.